რუსთავი 2-ის საქმე

POG: რ2-ის საქმის მოსამართლეებზე შევისწავლით 2 დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერსაც

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, - უთხრეს ტაბულას მთავარ პროკურატურაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შესწავლილი და გამოკვლეული იქნება 2 დღის წინ ხელისუფლებასთან აფილირებული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილსა და დავით საყვარელიძეს შორის საუბარს ასახავს, სადაც ვითომდა საყვარელიძე აღნიშნულ მოსამართლეებს ახსენებს და განმარტავს, რომ მათ "ამანათები გაეგზავნათ". ჩანაწერის ავთენტურობა არაა დადასტურებული. 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები