აშშ

ტრამპი: არ ვიცი, აღიარებს თუ არა, მაგრამ ობამას მოვწონვარ, მეც მომწონს

EPA

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას მოსწონს აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა და ფიქრობს, რომ ობამასაც მოსწონს ის.

"ეს ძალიან უცნაური ფენომენია, ერთად კარგად ვართ. არ ვიცი, ის აღიარებს თუ არა, მაგრამ მოვწონვარ, მეც მომწონს. მე ამას ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში სულ ასე ხდება. ასე ვთქვათ, ვხვდები", - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ის და ობამა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთმანეთის მიმართ ძალიან ბოროტები იყვნენ, თუმცა ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მათ წარსულზე არ უსაუბრიათ.

"ობამა კამპანიის დროს ჩემ მიმართ ძალიან ბოროტი იყო და მეც მის მიმართ ასეთივე ვიყავი. ჩვენ საშინელი რამეები ვთქვით ერთმანეთზე და შემდეგ უცებ, ერთ მანქანაში ჩავსხედით და პენსილვანიის ავენიუსკენ გავეშურეთ და წარსულზე არც კი გვილაპარაკია. პოლიტიკა საოცარი რამ არის", - თქვა ტრამპმა.

კომენტარები