რუსეთი

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ ნავალნი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

AP

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ ნავალნი რეგიონულმა სასამართლომ, თაღლითობასა და სხვისი ქონების მითვისებაში დამნაშავედ ცნო.

ნავალნის ბრალი ქალაქ კიროვის გუბერნატორის მრჩევლად მუშაობის დროს 16 მილიონი რუბლის (500 000 $) მითვისებაში ედება.

პროკურატურა მისთვის 5-წლიანი პირობითი სასჯელის შეფარდებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავალნი მომავალ წელს რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ნავალნის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონულმა სასმართლომ ნავალნი დამნაშავედ საქმის ხელმეორედ მოსმენის შემდეგ ცნო, რადგან პირველი მოსმენა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევებით ჩატარებულად მიიჩნია.

კომენტარები