საქართველოს საპატრიარქო

ილია II საქართველოში დღეს დაბრუნდება

საქართველოს პატრიარქი ილია II დღეს საქართველოში დაბრუნდება. საპატრიარქოს ცნობით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:30-ზე დაეშვება. 

ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ილია მეორემ 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, არსებული "არანორმალური" სიტუაცია დამშვიდდება.

"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს პატრიარქი.

კომენტარები