თბილისის მერია

მერია: უცხო პირებს სადარბაზოს დეზინფექციისთვის თანხა არ გადაუხადოთ

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერია დედაქალაქის სადარბაზოების დეზინფექციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, უცხო პირებს მომსახურებისთვის თანხა არ გადაუხადონ.

"თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ.

გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები