საქართველოს საპატრიარქო

ივანიშვილმა საპატრიარქო მისვლიდან 15 წუთში, უკომენტაროდ დატოვა

france24.com/

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვა. ის საპატრიარქოში დაახლოებით 15 წუთის მანძილზე იმყოფებოდა.

ყოფილი პრემიერი საპატრიარქოში ცოლთან ერთად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ილია მეორის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პატრიარქი ხელისუფლების და პროკურატურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ასევე, ისაუბრეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.

კომენტარები