ბათუმი

ბათუმში მოქალაქეების დაკავებას სპონტანური აქცია მოყვა, აქციაზე 3 პირი დააკავეს

batumelebi.netgazeti.ge

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს სპონტანური აქცია მოყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების დღესვე გათავისუფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებული პირები მოძრაობის შეფერხების ნიადაგაზე დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანხმლებმა პირმა გააპროტესტეს. როგორც შსს-ის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის ეკიპაჟმა დაკავებული მოქალაქე "წიხლებით გაიგდო". 

"მამა-შვილი იყვნენ. ბიჭმა აფთიაქთან გააჩერა მანქანა. როცა დააჯარიმებას აპირებდნენ, თხოვა ნუ დამაჯარიმებთო, მაგრამ მაინც დააჯარიმეს. ბიჭმა შეიგინა. პატრულის თანამშრომლებმა შვილი წიხლებით სცემეს ჩვენს თვალწინ, მერე კი ასევე წიხლების ჩარტყმით ჩატენეს საპატრულოს მანქანაში და წაიყვანეს", – უთხრეს "ბათუმელებს" თვითმხილველებმა, რომლებიც იქვე ვაჭრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე 3 პირია დაკავებული. მათ მიმართ საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული. 

კომენტარები