აქცია ბათუმში

ირაკლი ჩხვირკია ბათუმის აქციის გამო ენმ-იდან გარიცხეს

IrakliChkhvirkia/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკაშირებით, პარტიის წევრმა, ირაკლი ჩხვირკიამ შეუთანხმებელი განცხადებები გააკეთა და ის ენმ-დან გარიცხულია.

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია", - აღნიშნულია ენმ-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკია 11-12 მარტს ბათუმში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. მან ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკიამ საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და შსს–დან მისი გათავისუფლება, ასევე, აქციის მონაწილეებისათვის ხელშეუხებლობა მოითხოვა. მან ხელისუფლებას ამისთვის 1.5 საათი მისცა.

კომენტარები