რეფერენდუმი შოტლანდიაში

NATO: დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში შოტლანდია ალიანსის წევრი აღარ იქნება

0 კომენტარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში შოტლანდია ალიანსის წევრი აღარ იქნება.

"თუ შოტლანდია გახდება დამოუკიდებელი, მაშინ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ალიანსის წევრობას, დამოუკიდებელ შოტლანდიას კი მოუწევს განაცხადის შეტანა NATO-ში გაწევრიანების შესახებ და ორგანიზაციის 28 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა ახალ წევრს", - თქვა სტოლტენბერგმა.

გუშინ, ევროკომისიის წარმომადგენელმა ბრიტანეთში, ჟაკლინ მაინორმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში შოტლანდია ავტომატურად ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მაინორის თქმით, შოტლანდიას იმ ქვეყნების რიგში ჩადგომა მოუწევს, რომლებიც ორგანიზაციის წევრობის სურვილს გამოთქვამენ.

გუშინვე, შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯენმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მეორედ გამართვის შესახებ ისაუბრა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველად 2014 წელს გაიმართა, მაშინ შოტლანდიელთა 55 %-მა ბრიტანეთში დარჩენას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის მეორედ ჩატარების იდეა Brexit-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, რადგან რეფერენდუმის დროს შოტლანდიელების 62 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრიტანეთმა კი ევროკავშირი მაინც დატოვა, რადგან გაერთიანებული სამეფოს სრული მოსახლეობის 52 %-მა Brexit-ს დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები