დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ მამა დავით ჭინჭარაულიც დაკითხა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი სასულიერო პირი, მამა დავით ჭინჭარაული დაკითხა. საპატრიარქოს ადვოკატის თქმით, პროკურატურის მოთხოვნის შემთხვევაში, სასულიერო პირები მზად არიან, ჩვენება მისცენ.

"სასულიერო პირები, მათ შორის, სინოდის წევრები მზად არიან, პროკურატურას მისცენ ჩვენება მათთვის საინტერესო კითხვებთან დაკავშირებით. ამით ხელი არ ეშლებათ. ერთადერთი, ჩვენ რასაც მივუთითებდით მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს, უშუალოდ მის ადვოკატებს არ ჰქონდათ უფლება, დაეკითხათ სასულიერო პირები. თუ პროკურატურა მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ ამომწურავი და დასაბუთებული ჩვენება მისცენ", - ამბობს საპატრიარქოს ადვოკატი.

პროკურატურამ მამა მიქაელ ბოტკოველიც დაკითხა, რომელიც პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. მისი თქმით, გამოძიებამ დაკითხა მეუფე იაკობი და მეუფე თეოდორეც.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ისინი ითხოვენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის საფუძველზეც მამა გიორგი მამალაძეს თავისუფლების აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. ისინი ასევე ითხოვენ სინოდის სხდომის ოქმის გაუქმებასაც. დეკანოზის ადვოკატები სინოდის წევრების გამოკითხვასაც ითხოვენ - ეს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

კომენტარები