ეს შენ გეხება

ეს შენ გეხება - მოქალაქეებს მოსმენების კანონის ელექტრონულად გასაჩივრება შეუძლიათ

კამპანია "ეს შენ გეხება" მოქალაქეებს სთავაზობს, რომ ე.წ. მოსმენების კანონი ელექტრონულად გაასაჩივრონ. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გადავიდნენ კამპანიის ვებგვერდზე და შეავსონ ელექტრონული სარჩელის ფორმა. 

"ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები,"- წერია განცხადებაში.

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ კამპანიაში, ელექტრონულად ხელის მოწერის შემდეგ, უნდა ამობეჭდოთ შევსებული სარჩელი, მოაწეროთ ხელი და 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მიიტანოთ ქ. თბილისში, ჭოველიძის N10-ში განთავსებულ ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში. 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოსმენების კანონს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვეტოს დადებისა, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით პირველ მარტს დაამტკიცა. 

ნახეთ, რა არის და რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონი.

კომენტარები