ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაკის პარკთან პატრულის ერთი ავტომობილი მეორეს დაეჯახა

fb.com/giogaldava

დილით, ვაკის პარკთან პატრულის ერთი ავტომობილი მეორეს დაეჯახა - ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში ტაბულას არ უთხრეს, დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები