ჩრდილოეთ კორეა

აშშ-მა შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ტესტი სარაკეტო დარტყმით აღკვეთოს

აშშ ტომაჰაკის ტიპის რაკეტებით ISIS-ს ბომბავს
US NAVY

აშშ-ის ბირთვული ავიამზიდი USS Carl Vinson-ი და ფლოტის კიდევ რამდენიმე ხომალდი კორეის ნახევარკუნძულს უკვე მიუახლოვდა. არსებობს შანსი, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა საბოლოოდ მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ჩაატაროს ბირთვული ტესტი აშშ მას სამხედრო ძალის გამოყენებით, კონკრეტულად კი წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებით უპასუხებს.

NBC-ის ცნობით, მათ დაზვერვის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა არ იტყვის უარს მეექვსე ბირტვული ტესტის ჩატარებაზე, ამას შესაძლოა აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეის ატომური ტესტირების პოლიგონისა და მართვის ცენტრის ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით დაბომბვა მოჰყვეს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მკვეთრად აგრესიულ, მილიტარისტულ პოლიტიკაზე რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან ისაუბრა. ტრამპის თქმით, თუ ჩინეთი "არ მიხედვას ჩრდილოეთ კორეის პრობლემას, ამას აშშ გააკეთებს".

ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო აკრძალვების მიუხედავად ამ დრომე 5 ბირთვული ტესტი ჩაატარა, მათგან ყველაზე ძლიერი აფეთქება 2016 წლის სექტემბერში იყო. ბომბის სიმძლავრე 10 კილოტონას შეადგენდა. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მტკიცებით, ქვეყნის მეცნიერებმა უკვე წყალბადის ბომბიც შექმნეს. ჩრდილოეთ კორეამ 2013 წელს ინტერკონტინეტური ბალისტიკური რაკეტები - KN-08 წარადგინა, კორეული მედიის ცნობით, ამ ტიპის რაკეტების მანძილი 11.5 ათას კილომეტრია და მატ ბირთვული იარაღის გადაზიდვაც შეუძლიათ.

ჩრდილოეთ კორეა მორიგი ბირთვული ტესტის განხორციელებას ქვეყნის "დამაარსებლის" კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეუში გეგმავდა. სწორედ კიმ ჩენ ინის ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღეა, ჩრდილოეთ კორეული კალენდრის დასაბამი, რომლითაც 15 აპრილს ჩრდილოეთ კორეაში 106 წელი დგება. 

აშშ-მა გუამის სამხედრო ბაზაზე სტატეგიული ბომბდამშენებიც გააგზავნა, მათ სავარაუდოდ მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში გამოიყენებენ.

ჩრდილოეთ კორეა მდგომარეობის ეკსალაციაში აშშ-ს ადანაშაულებს და საპასუხო დარტყმისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

კომენტარები