პლებისციტი

თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩართულობის შესაძლებლობა შემოთავაზებულია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ევროპული საქართველოს ინიციატივას აფასებს. თალაკვაძე ფიქრობს, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონსტიტუციის ახალი პროქტის ის განხილვები, რომლებიც დაგეგმილია და შემდეგ, შეიძლება იმსჯელონ, დამატებითი განხილვა არის თუ არა საჭირო.

"შემდეგი კვირიდან უკვე დაიწყება კონსტიტუციის ახალი პროექტის საერთო საჯარო სახალხო განხილვები. შემდეგ უკვე, პროცედურის სრული დაცვით, ეს პროექტი განიხილება პარლამენტში სამი მოსმენით, სადაც უკვე პარტიებსაც, სამოქალაქო საზოგადოებას, სხვა დაინტერესებულ მხარეებს და მედიასაც ექნებათ საშუალება, რომ თვალი მიადევნონ პროცესს, დისკუსიას და დებატებს ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩართულობის შესაძლებლობა არის შემოთავაზებული. ჯერ ჩავატაროთ ის განხილვები, რომლებიც დაგეგმილია და შემდედ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა საჭირო დამატებითი განხილვა ამა თუ იმ თემის, რომელიც კონსტიტუციაში იქნება მოცემული", - თქვა თალაკვაძემ.

ევროპული საქართველოს ინიციატივაა, ჩატარდეს პლებისციტი საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე.

კომენტარები