საზოგადოებრივი საპირფარეშოები

ნახეთ ადგილები, სადაც თბილისის მერია საპირფარეშოებს განათავსებს

amerikiskhma.com

თბილისის მერიის ინფორმაციით, სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი საპირფარეშოების (საზოგადოებრივი რეტერატების) მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. მიწის ნაკვეთები 20-წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა.  

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი.

"საზოგადოებრივი საპირფარეშო უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა - საძირკვლის გარეშე, ლითონის კარკასზე აწყობილი, თანამედროვე, გარე და შიდა მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული. თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ2-ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით",- აცხადებს მერია.

საზოგადოებრივი საპირფარეშო ფასიანი იქნება და იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“). "საზოგადოებრივი რეტერატის გარე ფასადი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან  სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იხილეთ ადგილები, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოების დადგმა იგეგმება:

კომენტარები