თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 4 თვეში ანაზღაურების სახით 46 ათასი ლარი აიღო

0 კომენტარი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა 4 თვეში 46 ათას 549 ლარი და 11 თეთრი გამოიმუშავა. ჩიქოვანის ქონებრივი დეკლარაციიდან (PDF დოკუმენტი) ირკვევა, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან, 2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე მან ამ მასშტაბის ანაზღაურება მიიღო.

ჩიქოვანმა თვეში საშუალოდ 11637 ლარი გამოიმუშავა. მეტიც, ჩიქოვანი მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სუს-ში ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მუშაობდა, სადაც 2016 წლის იანვარ-აგვისტოში ანაზღაურების სახით 73 ათას 590 ლარი და 56 თეთრი აიღო. თვეში ეს თანხა 9 ათას 198 ლარს შეადგენს.

ჯამში ჩიქოვანმა გასულ წელს სუს-სა და თავდაცვაში 120 ათასი ლარი გამოიმუშავა, რითიც ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა. შედარებისთვის პრემიერმაინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წელს 51 ათას 369 ლარი გამოიმუშავა. მინისტრების ხელფასები (დანამატის ჩათვლით) საშუალოდ წელიწადში 75 ათასი ლარია, მათ მოადგილეებს კი რიგ შემთხვევაში 90-110 ათასი ლარის ანაზღაურება აქვთ.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, დეკლარაციის მიხედვით, მან გასულ წელს ჩიქოვანზე 17 ათასი ლარით მეტი, 137 ათას 235 ლარი გამოიმუშავა. იზორია ამ პერიოდში შსს მინისტრის მოადგილე, სუს-ის უფროსის მოადგილე და თავდაცვის მინისტრი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები