ნაღდი ფული

მიმოქცევაში ყველაზე ცოტა 200-ლარიანი კუპიურაა, ყველაზე მეტი კი 20-ლარიანი

wikimedia.org

საქართველოში მიმოქცევაში 75 მილიონი ბანკნოტია, ამ ბანკნოტების საერთო ღირებულება კი 2.99 მილიარდ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმოქცევაში არსებული კუპიურებიდან ყველაზე ცოტა 200-ლარიანი კუპიურაა, მათი რაოდენობა 900 ათასია. ყველაზე გავრცელებული კუპიურა კი 20-ლარიანია. მიმოქცევაში 16.3 მილიონი 20-ლარიანია.

მიმოქცევაში არსებული კუპიურების რაოდენობა:

  1. 20 ლარი - 16.3 მილიონი ბანკნოტი
  2. 100 ლარი - 15.62 მილიონი ბანკნოტი
  3. 5 ლარი - 15.59 მილიონი ბანკნოტი
  4. 50 ლარი - 13.3 მილიონი ბანკნოტი
  5. 10 ლარი - 9 მილიონი ბანკნოტი
  6. 200 ლარი - 900 ათასი ბანკნოტი

რაც შეეხება მონეტებს სებ-ის ანგარიშიდან მხოლოდ 1 და 2 ლარიანი მონეტების რაოდენობაა მითითებული. 

  1. 1 ლარი - 3 მილიონი მონეტა
  2. 2 ლარი - 1.5 მილიონი მონეტა

რაც შეეხება ხურდა ფულს 1-ლარამდე მონეტების ზუსტი სტატისტიკა სებ-ის ანგარიშში მოყვანილი არაა, თუმცა ჯამში 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრიანი მონეტების საერთო ღირებულება 87 მილიონი ლარია.

საქართველო ნაღდ ფულზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. 2016 წლის მანძილზე 23.4%-ით გაიზარდა მოთხოვნა მაღალი ნომინალის - 50, 100 და 200 ლარის ბანკნოტებზე, 10 ლარის ნომინალის ბანკნოტზე კი მიმოქცევის მოთხოვნა 14.9%-ით შემცირდა.

2016 წელს მიმოქცევაში დამკვიდრდა ახალი მოდიფიკაციის 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის ახალი მოდიფიკაციის 20 ლარის ნომინალის ბანკნოტი მიმოქცევაში ამ ნომინალის ბანკნოტის 64.1%-ს შეადგენდა, 50 ლარიანი - 60.2%-ს ხოლო ახალი მოდიფიკაციის 100 ლარიანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2016 წლის პირველ ნოემბერს გავიდა მიმოქცევაში, ამ ნომინალის ბანკნოტის 29.3%-ს იკავებს.

კომენტარები