სააპელაციო სასამართლო

მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

მიხეილ ჩინჩალაძე
რუსთავი 2

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. იუსტიციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორი ჩინჩალაძის უვადოდ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მათი განცხადებით, მიხეილ ჩინჩალაძეს 10-წლიანი მოსამართლეობის განმავლობაში ჯამში 250 საქმე აქვს განხილული, 88% 2007-08 წლებში.

ამასთან, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩინჩალაძეს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, როდესაც ტელეკომპანიის საქმე განიხილებოდა.

კომენტარები