საფრანგეთი

ბრიჟიტ მაკრონის შვილი დედის მიმართ სექსისტურ და ასაკობრივ რეპლიკებს ეხმაურება

Julien de Rosa / EPA

ბრიჟიტ მაკრონის შვილი პირველი ქორწინებიდან - ტიფანი ოზიერი დედის მიმართ გამოთქმულ სექსისტურ და ასაკობრივი დისკრიმინაციის რეპლიკებს ეხმაურება. ტიფანი ოზიერის თქმით, 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის თავდასხმები სასოწარკვეთის ნიშანია.

"ამ საკითხზე ინდიფერენტული ვერ ვიქნები, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში, საფრანგეთში ასეთი ტიპის თავდასხმები სასოწარკვეთილობის ნიშანია, რომელიც არასოდეს მიემართება მამაკაც პოლიტიკოსებს. ეს მხოლოდ ქალი პოლიტიკოსების ხვედრია. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ შურით შეიძლება აიხსნას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია",-აღნიშნა ტიფანი ოზიერმა BFMTV-სთან ინტერვიუში.

არჩეული პრეზიდენტის მეუღლე ბრიჟიტ ტრონიე მაკრონისთან შედარებით 24 წლით უფროსია. მომავალმა პრეზიდენტმა ბრიჟიტ ტრონიე 15 წლის ასაკში, სკოლაში გაიცნო. წყვილი 2007 წელს დაოჯახდა, ამ დროს მაკრონი თითქმის 30-ის ტრონიე კი 54 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის იურისტი ტიფანი ოზიერი ემანუელ მაკრონის პარტია La Republique En Marche-ის კვოტით პარლამენტში კენჭისყრას აპირებს.

კომენტარები