17 მაისი

ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში კონცერტები იმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე კონცერტი იმართება თბილისის ცენტრში. კერძოდ, პარლამენტის ძველ შენობასთან, თავისუფლების მოედანზე, ოპერის შენობასა და თბილისის საკონცერტო დარბაზთან.

კონცერტის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები და მრევლი ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან სამების ტაძრისკენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. სასულიერო პირების თქმით, ასევე "აწყურის ღვთისმშობლის ხატს შემოაბრძანებენ".


ფოტო: ტაბულა

ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქი 6-ზე მეტ შვილიან ოჯახს თავდადებული მშობლის ტიტულს მიანიჭებს.


ფოტო: ტაბულა
ოჯახის სიმტკიცის დღე 17 მაისს 2014 წლიდან აღინიშნება, ის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.

დღეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა სახელმწიფო კანცელარიასთან. შეკრებილებს მოსალოდნელი საფრთხისგან პოლიციის კორდონი იცავდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით, სამარშრუტო ტაქსებით დატოვეს. ადგილზე მივიდნენ კონტრაქციის მონაწილეები, თუმცა, სამართალდამცველებმა ისინი კანცელარიასთან არ შეუშვეს.

კომენტარები