ტერაქტი მანჩესტერში

ტრამპი მანჩესტერის ტერაქტზე: უდანაშაულო ადამიანი ბოროტმა ლუზერებმა მოკლეს

AP

ისრაელში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანჩესტერში მომხდარი ტერაქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. 

"ღრმად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხს. ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი და უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ბოროტმა ლუზერებმა. მე მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, რადგან მათ ეს მოსწონთ და სურთ ასე რომ დაუძახონ, ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დიდებული სახელია. დღეიდან მე მათ ლუზერებს დავუძახებ, რადგან ისინი ნამდვილად ლუზერები არიან, ეს დაიმახსროვრეთ. ტერორისტებს და ექსტრემისტებს, რომლებიც მსგავს სისხლისღვრებს აწყობენ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლეები", - თქვა ტრამპმა.

გუშინ, მანჩესტერ არენაზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

კომენტარები