ტერაქტი მანჩესტერში

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს

Getty Images

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, დღეს კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქალაქის სამხრეთ ნაწილში სამი პირი დააკავეს.

გუშინწინ კი, მანჩესტერში ამავე ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

22 მაისს, მანჩესტერ არენაზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც. 59 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღეს, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე სერიოზულიდან კრიტიკულამდე გაზარდეს.

კომენტარები