ტერაქტი მანჩესტერში

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე სერიოზულიდან კრიტიკულამდე აწიეს

EPA

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე სერიოზულიდან კრიტიკულამდე გაზარდეს.

ამის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის COBRA-ს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტული საფრთხის დონე სერიოზულიდან კრიტიკულამდე უნდა გაიზარდოს. არსებობს ისეთი საფრთხე, რომელსაც ვერ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ, რადგან დიდი ალბათობით თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და საქმე გვაქვს ჯგუფთან", - თქვა ტერეზა მეიმ.

მეის გადაწყვეტილებით, მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ქუჩებში პოლიციის გარდა ჯარისკაცებიც განლაგდებიან.

22 მაისს, მანჩესტერ არენაზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც. 59 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები