სტრასბურგის სასამართლო

ნაცვლიშვილი სტრასბურგზე: შესარჩევმა კომისიამ კვლავ ვერ გაართვა თავი მისიას

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შემრჩევი სპეციალური კომისიის წევრი იყო, შერჩეული ხუთეულით უკმაყოფილოა.

"დამთავრდა გასაუბრებები სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. შესარჩევმა კომისიამ კვლავ ვერ გაართვა თავი მთავარ მისიას: 1. საუკეთესო ხუთულში ვერ მოხვედრილიყვნენ ამ პოზიციასთან კომპეტენციით და კეთილსინდისიერებით აშკარად შეუსაბამო კანდიდატები და 2. არ დაბლოკილიყვნენ (ხუთეულს მიღმა არ დარჩენილიყვნენ) აშკარად ძლიერი და ღირსეული კანდიდატები.

როგორც კომისიის ერთმა წევრმა, მინდა, საჯაროდ მადლობა ვუთხრა ყველა ძლიერ და ღირსეულ კანდიდატს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ მიიღეს მონაწილეობა კონკურსში. ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდა არაერთი ძალიან ძლიერი და ძლიერი კანდიდატი და მათი აბსოლუტური უმეტესობა საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდა. სწორედ ასეთი კანდიდატების ჩაგდება არის პროცესის ყველაზე ნათელი ლუსტრაცია - აქ დამატებითი ახსნა-განმარტებები საჭირო აღარაა", - წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ შემდეგი კანდიდატები შეარჩია: ლადო ჭანტურია. სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე. მთავრობა მათგან სამს აარჩევს და ევროსასამართლოში წარადგენს.

 

 

წაიკითხეთ - რომელი კანდიდატები დარჩნენ ხუთეულს მიღმა

ასევე ნახეთ სტატია - რამდენიმე ფაქტი სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ ხუთ კანდიდატზე

კომენტარები