ლონდონი

ლონდონში მანქანის შეჯახების ინციდენტი სავარაუდოდ, დანით თავდასხმასაც მოიცავდა

ლონდონის ხიდზე, სატვირთო მანქანის ადამიანებზე შეჯახების ინციდენტი სავარაუდოდ, დანით თავდასხმასაც მოიცავდა. უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი ლონდონის და ვესტმინსტერის ხიდზე თავდასხმებს შორის, თუმცა, ორივე შემთხვევაში გამვლელებს მანქანა შეაჯახეს და დანა გამოიყენეს. 

ორივე ხიდი დატვირთული ადგილია. მათზე ბევრი ფეხით მოსიარულე და მანქანა მოძრაობს.

დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, ლონდონის ხიდის მეტრო დროებით დახურეს, რამდენიმე გაჩერებაზე მგზავრები ვერ ჩავლენ.

პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს, დანით სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

კომენტარები