საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე დაინიშნა. ის ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს წარადგინა. ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტი გიორგი ბადაშვილმა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ თავისი ყოფილი მოადგილის, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა. 

კომენტარები