ტურიზმი

მაისში ქართველმა ვიზიტორებმა საბანკო ბარათებით რეკორდული თანხა 103 მილიონი დახარჯეს

რომი, ტრევის შადრევანი
flickr.com

ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოსახლეობას გამარტივებული წესით შეუძლია ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა, რის გამოც ამ ქვეყნებში ტურისტული ნაკადი გაზრდილია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე მაისში 103 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 49%-ით აღემატება. უცხოეთში ქართული ბარათებით განხორციელებული ოპერაციების დინამიკა 2014-2017 წლებში ასე გამოიყურება:

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებულ გადახდებს მათი მოცულობა მაისში 1.5 მილიარდი ლარი იყო, აქედან უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა გადახდებმა 171 მილიონი ლარი შეადგინა. 

კომენტარები