თვითმმართველობის არჩევნები 2017

ენმ მერობის კანდიდატს ხვალ გორგასლის ძეგლთან წარადგენს

rustavi2.ge

თბილისის მერობის კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 12:00 საათზე წარადგენს. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით აწ უკვე ყოფილი ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი იბრძოლებს.

როგორც ტაბულას პარტიაში უთხრეს, წარდგენა ვახტანგ გორგასლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

კომენტარები