დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ახალი ავიამზიდი - დედოფალი ელისაბედ II დღეს ზღვაში პირველად გავა


ფოტო: Getty Images

ბრიტანული ავიამზიდი - დედოფალი ელისაბედ II დღეს პირველად გავა ზღვაში. ხომალდი შოტლანდიის სანაპიროებიდან ატლანტის ოკენეში გაცურავს, სადაც ტექნიკურ ტესტირებას გაივლის.

70-ათას ტონიანი ავიამზიდი 280 მეტრის სიგრძისაა და მას 50 F35-ის ტიპის გამანადგურებლის გადაყვანა შეუძლია. ელისაბედ II-ეს შექმნაზე £3.1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა. შოტლანდიაში ამ დროისთვის მისი ტყიპისცალი გემი უელსის პრინცი შენდება. ახალი ხომალდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებს 2067 წლამდე მოემსახურება. ახალი ხომალდის პერსონალი მხოლოდ 679 მეზღვაურისგან შედგება, რაც უფრო ძველ ავიამზიდებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ავიამზიდის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამერიკული ავიამზიდებისგან განსხვავებით ბრიტანული ავიამზიდი ბირთვული არაა.

ქვეყნების მიხედვით ავიამზიდების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 10 ავიამზიდი, ნიმიცის კლასის ბირთვულ ავიამზიდს 60 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  2. ჩინეთი - 2 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდები, თითოეულს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  3. იტალია - 2 ავიამზიდი, ორივე ავიამზიდს ერთად ჯამში 58 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  4. საფრანგეთი - 1 ავიამზიდი, ბირთვულ ავიამზიდ შარლ დე გოლს 40 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  5. რუსეთი - 1 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  6. დიდი ბრიტანეთი - 1 ავიამზიდი (2017 წლის ივნისიდან საზღვაო ძალების შემადგენლობაში შევა) დედოფალ ელისაბედის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია. შენდება მეორე იდენტური ხომალდიც.
  7. ინდოეთი - 1 ავიამზიდი, საბჭოთა კიევის კლასის ხომალდს 36 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  8. ბრაზილია - 1 ავიამზიდი, ფრანგული კლემენსიუს კლასის ხომალდს 39 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  9. ესპანეთი - 1 ავიამზიდი, ხუან კარლოსის კლასის ხომალდს 25 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.

 

კომენტარები