ქუთაისის აეროპორტი

ავიაკომპანია ვიზეარის ქუთაისი-ბერლინის რეისი გაუქმდა

WizzAir

ავიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით გაუქმდა, ხოლო მემინგემიდან ქუთაისში მომავალი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტაბულას უთხრეს, რომ მიზეზი უამინდობაა.

ქუთაისის აეროპოტისვე ცნობით, მემინგემიდან თბილისში ჩამოსული მგზავრების ნაწილი ავტობუსით ქუთაისში გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, ბერლინისკენ მიმავალი მგზავრების ნაწილი სასტუმროში განათავსეს.

აეროპორტში ტაბულას უთხრეს, რომ ელოდებიან ავიაკომპანია ვიზეარის პასუხს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, ბერლინში მიმავალ მგზავრებს ბილეთის ფულს დაუბრუნებენ, თუ სხვა რეისით გაამგზავრებენ.

 

კომენტარები