ქუთაისის აეროპორტი

ბორტზე ასაფეთქებლის არსებობა არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება დასრულდა – ქარქაშაძე

WizzAir

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. ქარქაშაძის თქმით, მგზავრების შემოწმება დასრულდა და ისინი გაფრენის დარბაზში იმყოფებიან.

"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას“, –  თქვა ქარქაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები