ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობა განაახლა, რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება – აეროპორტი

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე 3 საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს” - ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ” - წერია ქუთაისის აეროპორტის FB-გვერდზე.


10 ივლისს ძლიერი წვიმის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და შენობა ნაწილობრივ დაიტბორა. შენობის დაზიანების შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები