აშშ-რუსეთის ურთიერთობა

დღეს, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდება

express.co.uk

დღეს, ჰამბურგში, G20-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, სირიის კრიზისსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

დონალდ ტრამპი „რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო კლიმატის ცვლილებების საკითხზე დიდი ოცეულის სხდომას არ დაესწრება. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ერთი თვის წინ, კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმება დატოვა.

დონალდ ტრმაპი პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას Twitter-ის საშუალებითაც გამოეხმაურა.

"მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი", - წერს ტრამპი. 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვლადიმირ პუტინის შორის სატელეფონო საუბარი 3-ჯერ შედგა.

კომენტარები