ტეროტორიული მთლიანობა

კანდელაკი: მთავრობა ოკუპაციის საკითხის მწვავედ დასაყენებლად არაფერს აკეთებს

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

ევროპული საქართველო წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ მწვავედ დადგეს უმაღლეს დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. კანდელაკის თქმით, თუ დღეს ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დროს, ტრამპი საქართველოს პრობლემას არ შეეხება, ეს საქართველოს ხელისფულების ბრალი იქნება.

„დღეს ერთმანეთს ხვდებიან, პრეზიდენტი ტრამპი და პუტინი. შეეხება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი საქართველოს პრობლემას, როდესაც იგი წაუყენებს მოთხოვნებს რუსეთის პრეზიდენტს და თუ არ შეეხება რატომ, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არის, რომ არ შეეხოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე განცხადება კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გუშინ როდესაც პრეზიდენტი ტრამპი სიტყვით გამოვიდა ვარშავაში. მან ახსენა უკრაინა რამდენჯერმე და საქართველო ისევ არ უხსენებია, რადგან ,ამ დრომდე საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ მწვავედ დადგეს უმაღლეს დონეზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა საკითხი რაც მთავარია.“- ამბობს კანდელაკი.

დღეს, ჰამბურგში, G20-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, სირიის კრიზისსა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

 

კომენტარები