ჯონ მაკკეინი

ობამა მაკკეინს: ჯოჯოხეთში გაისტუმრე სიმსივნე, ჯონ

ამერიკის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა სენატორ ჯონ მაკკეინის დიაგნოზს Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.

"ჯონ მაკკეინი ამერიკელი გმირი და ერთერთი ყველაზე მამაცი მებრძოლია, რომელიც ოდესმე მინახავს. კიბომ არ იცის, რის წინაშე დგას. ჯოჯოხეთში გაისტუმრე, ჯონ,"- წერს ობამა. 

ამერიკელ სენატორსა და 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბარაკ ობამას ოპონენტს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. 

ჯონ მაკკეინი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინს სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დიდ მეგობრად, რადგან ის რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა და ამასთან საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად ლობირებს საქართველოს. სენატორი თბილისში არაერთხელყოფილა სტუმრად. ბოლო ვიზიტი 2017 წლის იანვარში შედგა.

კომენტარები