NDI-ის კვლევა

NDI: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე მეტად ახალგაზრდებს სურთ

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე მეტად ახალგაზრდებს სურთ. 

კითხვაზე, "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი", 18-35 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის 86% პასუხობს დადებითად, 36-55 წლამდე გამოკითხულთა - 77%, ხოლო 56 წელს ზემოთ მოსახლეობის - 66%.

რაც შეეხება NATO-ს, 18-35 წლამდე ახალგაზრდების 77%-სთვის არის მისაღები ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, 36-55 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის გამოკითხულთა 64% პასუხობს დადებითად, ხოლო 56 წელს ზემოთ მოსახლეობის - 55%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები