თეთრი სახლი

თეთრი სახლი: ტრამპი ფიქრობს, რომ სკარამუჩის განცხადებები შეუფერებელი იყო

AP

რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სარა ჰაკაბიმ განმარტა თუ რატომ გათავისუფლდა თეთრი სახლის კომუნიკაციების მენეჯერი ენტონი სკარამუჩი.

ჰაკაბის თქმით -"პრეზიდენტი გრძნობდა, რომ ენტონის კომენტარები მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო."

სკარამუჩიმ პოსტზე ყოფნის 10-დღიან პერიოდში თეთრი სახლის უმაღლესი თანამდებობის პირებზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება მოასწრო.

სკარამუჩიმ New-Yorker-ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში, რომელიც თეთრი სახლიდან გაჟონილ ინფორმაციას ეხებოდა თეთრი სახლის მთავარ სტრატეგისტ სტივ ბანონზე განაცხადა:

"მე სტივ ბანონი არ ვარ, მე არ ვცდილობ გავლოკო საკუთარი პ****ი"

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსზე რენს პრიბუსზე კი განაცხადა:

"ეს დ**********ი რენს პრიბუსი პარანოიდი და შიზოფრენიკია"

ფინანსისტი და ინვესტორი ენტონი სკარამუჩი თეთრ სახლში გადასვლამდე უოლ სტრიტზე მუშაობდა. სკარამუჩიმ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტის დაკავების შემდეგ Fox-ის ეთერში განაცხადა:

"ის რაც ვაშინგტონზე არ მომწონს არის ის რომ ხალხი არ გაგრძნობინებს იმას თუ რას ფიქრობენ შენზე სინამდვილეში. ისინი თავს თითქოს კეთილგანწყობილად გაჩვენებენ, თუმცა როგორც კი მიბრუნდები ზურგში მაჩეტეს გაგირჭობენ. მე ეს არ მომწონს, მე უოლ სტრიტიდან ვარ და მე ზურგში იარაღს არავის არ ჩავარტყამ, მე მათ პირდაპირ დავჭრი. მე მირჩევნია ადამიანებს სათქმელი გულახდილად, პირდაპირ ვუთრხა."

სკარამუჩის წინამორბედმა შონ სპაისერმა თანამდებობა 22 ივლისს დატოვა. 

ხშირი საკადრო ცვლილებების გამო გაჩენილ ცნობებს თითქოს თეთრ სახლში ქაოსია დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ Twitter-ით უპასუხა:

"საფონდო ბირჟა ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა 17 წელია ასეთი დაბალი არ ყოფილა, ხელფასები იზრდება, საზღვრები დაცეულია და ასე შემდეგ. არ არის თეთრ სახლში ქაოსი!"

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას სარა ჰაკაბიმ თქვა - "რა თქმა უნდა თეთრ სახლში არანაირი ქაოსი არაა, თუ ქაოსის ნახვა გინდათ მაშინ ჩემ სახლში მოდით და ნახავთ, სამი მცირეწლოვანი მყავს."

კომენტარები