ლარის გაუფასურება

ერთი ევროს ღირებულება 2.84-მდე გაიზარდა

ლარი ევროს მიმართ გაუფასურებას განაგრძობს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ევროს ღირებულებამ 2.839-ს მიაღწია. ლარს ევროსთან მიმართებით გაუფასურების ტენდენცია აპრილიდან აქვს.

დოლართან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულება 2.391 გახდა, აქამდე მოქმედი კურსით ერთი დოლარი 2.393 ღირდა. დოლართან მიმართებით ლარი 2.40-ის მიდამოებში სტაბილურობას მაისის შემდეგ ინარჩუნებს.

 

კომენტარები