თეთრი ხმაურის მოძრაობა

რამ გამოიწვია Gem Fest-ზე ინტოქსიკაცია - თეთრი ხმაურის განცხადება

gem fest

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ზე დაუდგენელი ნივთიერებებით ინტოქსიკაციის 10-ზე მეტი შემთხვევა გამოვლიდა. ამ რამდენიმე პირი ზუგდიდს ჰოსპიტალში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. გუშინ კი 22 წლის გოგო მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. თეთრი ხმაურის მოძრაობა Gem Fest-ის სტუმრებს იმ ნივთიერების შესახებ აფრთხილებს, რომელმაც სავარაუდოდ ინტოქციკაცია გამოიწვია:

თეთრი ხმაურის განცხადება:

ვრცელდება ინფორმაცია, GEM fest-ზე მყოფი რამდენიმე ადამიანის მძიმე ინტოქსიკაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ნივთიერება GHB-ით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მომატებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ვავრცელებთ მცირე ინფორმაციას ამ ნივთიერების, მის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ. GHB, იგივე [G, Georgia Home Boy, Juice] ტოქსიური პრეპარატია ზედოზირების მაღალი რისკებით. ის ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედებით გამოირჩევა და დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს კომაში და/ან გარდაიცვალოს.

ზედოზირების ნიშნებია:გულყრა, კოორდინაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის დაცემა, შენელებული სუნთქვა და გულის ცემა, ცნობიერების დაკარგვა, კომა.

  • არ მისცეთ GHB მიღებულ ადამიანს ჩაძინების შესაძლებლობა (რომც მოგეჩვენოთ რომ ის ცუდად არ არის); 
  • თუ პირს დაეწყო პირღებინება და ამავდროულად ის უგონოდ არის ან ვერ მართავს საკუთარ სხეულს, გადააბრუნეთ ის მუცლით ქვემოთ რომ ღებინებამ არ გამოიწვიოს ადამიანის დახრჩობა;
  • არ მიიღოთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად. მისი არევა ალკოჰოლთან, სტიმულანტებთან (MDMA, ექსტაზი, ამფეტამინი) ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებთან ზრდის ზედოზირების რისკს.
  • არ დარჩეთ მარტო GHB-ის მოქმედების დროს;
  • არ მიიღოთ GHB თუ გაწუხებთ გული, თირკმელი ან გაქვთ ეპილეფსიური შეტევები.
  • კრუნჩხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს, მაგალითად დიაზეპამი (ვალიუმი), რომლებიც ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველები არიან, მაგრამ GHB-ის აგონისტებიც არიან და ამ უკანასკნელის მოქმედების გაუვნებელყოფა შეუძლიათ. 
  • ყველაზე მძიმე პერიოდი მიღებიდან 20-120 წუთის განმავლობაშია

კომენტარები