ხანძარი

მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია

შსს

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მესტიაში ბანგურიანის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და მის ჩასაქრობად შსს-ს ვერტმფრენიც გაგზავნეს. 

სააგენტოს ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადასთან ერთად, ვერტმფრენიც დარჩება, რათა ცეცხლის ხელახლა გაღვივების შემთხვევაში მისი ლოკალიზება სწრაფად მოხერხდეს.

დაახლოებით 2 ჰექტარი ტყის მასივში ხანძარი დილით გაჩნდა, რის მიზეზადაც მაღალი ტემპერატურა და მოსახლეობის დაუდევრობა სახელდებოდა.

კომენტარები