ცხოველები

კატის კნუტმა ბეისბოლის თამაში შეაფერხა

ბეისბოლის გუნდების, St. Louis Cardinals-ისა და Kansas City Royals-ის დაპირისპირების დროს, სტადიონზე კატის კნუტმა შეირბინა, რის გამოც მატჩი ცოტა ხნით შეწყდა.

კატის კნუტმა ცენტრალურ დამცველ ლორენცო კაინთან მიირბინა. ამის შემდეგ სტადიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცხოველი აიყვანა და მოედნიდან გაიყვანა.

თამაში Cardinals-ის გამარჯვებით დასრულდა. გუნდის მწვრთნელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კატამ მათ იღბალი მოუტანა, ამიტომ, ისინი შეეცდებიან მოძებნონ ცხოველი და დარწმუნდნენ, რომ ის კარგად არის.

კომენტარები