ინდოეთი-ჩინეთი

ხელჩართული დაპირისპირება ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ინდოეთის მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ინდოელ და ჩინელ მესაზღვრეებს შორის ხელჩართული დაპირისპირება ინდოეთისა და ტიბეტის საზღვარზე, რამაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის არსებული სამხედრო დაძაბულობის გამწვავების შიში გააჩინა.

ვიდეოში, რომელიც ინდოეთის დამოუკიდელობის დღეს, 15 აგვისტოს არის ჩაწერილი, ჩანს ხანგრძლივი ხელჩართული დაპირისპირება და ქვების სროლა ათობით სამხედროს შორის რომლებიც დაუსახლებელ საზღვარს იცავენ პანგონგის ტბის მიმდებარედ ჰიმალაის მთებში. წყაროების ცნობით დაპირისპირების ორივე მხარეს სამხედროებმა მიიღეს მცირე დაზიანებები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს ჩინელმა სამხედროებმა ინდოეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, რასად დაპირისპირება მოყვა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისწროს წარმომადგენლის განცხადებით ჩინელი მესაზღვრეები ატარებდნენ ჩვეულებრივ პატრულირებას ჩინეთის მიერ კონტროლირებად მხარეს როდესაც მათ დაუპირისპირდნენ ინდოელი სასაზღვრო ძალები, რამაც საბოლოო ჯამში ჩინელი მესაზღვრეების დაშავება გამოიწვია.

პანგონგის ტბა ზღვის დონიდან 14,000 ფუტზე (4267 მეტრი) მდებარეობს და წლების მანძილზე ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო დავის მთავარი ფოკუსია.

დაძაბულობა ნიუ დელის და პეკინს შორის უკანასკნელი თვეების მანძილზე განსაკუთრებით დაძაბულია კიდევ ერთ სადავო სასაზღვრო მონაკვეთთან დაკავშირებით რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად თვლის ხოლო ინდოეთი და ბუტანი ბუტანის ტერიტორიად.

ჩინეთი ამ რეგიონში ახალ გზას აშენებს, რასაც ინდოეთი სტრატეგიულ საფრთხედ განიხილავს იმ ვიწრო ზოლისათვის, რომელიც მას ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილთან აერთებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა კუბლაშვილი "NEWA"

კომენტარები