თავდასხმა

სიღნაღში, გამგეობის წინ, მიუსაფარი ძაღლების მომვლელს, მატილდა მირზოევას სცემეს

facebook.com/t.saginashvili

გუშინ, სიღნაღში, გამგეობის წინ, მიუსაფარი ძაღლების მომვლელს, მატილდა მირზოევას სცემეს.

როგორც მატილდა მირზოევამ "რეგინფოს" განუცხადა, ის 7 წელია რაც მიუსაფარ ძაღლებს უვლის. გუშინ ერთ-ერთი ძაღლის ქალაქის ცენტრიდან სახლში წაყვანას ცდილობდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა მას თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ დაზარალებულის თქმით, მამაკაცი მას მივარდა და სახესა და ხელებზე სცემა. თავდამსხმელმა, მას შემდეგ რაც მირზოევას თავზე სისხლი დაინახა, ტერიტორია დატოვა. მატილდა მირზოევას თან არასრულწლოვანი შვილი ახლდა.

მატილდა მირზოევა "რეგინფოსთან" ასევე ამბობს, რომ მასთან დღეს სიღნაღის გამგეობიდან მივიდნენ და უთხრეს, რომ საქმე უფრო მეტად არ გაერთულებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მატილდა მირზოევას ცემის ფაქტს ადასტურებს. უწყება საქმეს 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობასა და ცემას გულისხმობს.

კომენტარები