გიორგი მამალაძის საქმე

დღეს, ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება

ნეტგაზეთი

დღეს, 1 სექტემბერს, ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. დღევანდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე, ასევე, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. ამის შემდეგ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა. 

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წინა პროცესზე წარმოთქვა. პროკურორი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გიორგი მამალაძეს დამნაშავედ ცნობს. ადვოკატის შეფასებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები "ცარიელი მაკულატურაა".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლის მცდელობას ედავებიან. დეკანოზს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები