ლარის გაუფასურება

ევროსთან მიმართებით ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა - ევრო 2.96 ლარი ღირს

ტაბულა

5 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით გაუფასურებამ 4.8 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც კურსმა 2.966 ლარს მიაღწია.

ევროსთან მიმართებით გაუფასურების წინა მინიმუმი 2017 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა, მაშინ ერთი ევრო 2.93 ლარი ღირდა.

დოლარის კურსმა კი 2.49 ლარს მიაღწია, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 4.2 თეთრით მეტია.

ლარი ევროსთან მიმართებით აპრილის შემდეგ უფასურდება. დოლართან მიმართებით კი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში 2.38-2.41-ის ფარგლებში ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა ახლა დოლართანაც გაუფასურების ტრენდი შეინიშნება.

კომენტარები