ბიტკოინი

ჩინეთმა ბიტკოინი შესაძლოა აკრძალოს

Reuters

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღეში შესაძლოა, ბიტკოინისა და ყველა კრიპტოვალუტის გაცვლის აკრძალვის შესახებ განაცხადოს. კომუნისტური რეჟიმი ამ გზით ქვეყანაში არსებული კაპიტალის "გადინების" შეჩერებას ცდილობს.

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გლობალური მედია წერს, რომ ქვეყანა მასშტაბური რეგულაციისთვის ემზადება. ერთი კვირის წინ ჩინეთმა ახალი კრიპტოვალუტების შეთავაზებით თანხის მობილიზება (ICO) აკრძალა. 

ახალი რეგულაციის მოლოდინში ბიტკოინი ღირებულებას სწრაფად კარგავს, მან ბოლო 24 საათში $500-ზე მეტი დაკარგა. 

ჩინეთის გადაწყვეტილება $140 მილიარდიანი გლობალური კრიპტოვალუტის ბაზრისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, რადგანაც ჩინეთზე ბიტკოინისა და სხვა ვალუტების გაცვლის 26% მოდის. ჩინეთი ასევე უმსხვილესი მაინერიცაა.

Bloomberg-ის ცნობით, ჩინურმა ბლოკჩეინ კომპანიებმა სამუშაოების შეჩერების განკარგულება ოფიციალური პირებისგან უკვე მიიღეს. 

კრიპტოვალუტების გლობალური ბაზარი:

კომენტარები