APPLE

Apple ახალი iPhone X-ით აუგმენტირებულ რეალობაზე დებს ფსონს

Apple

Apple-მა ორი ახალი სმარტფონი iPhone 8 და iPhone X წარადგინა. iPhone 8 არის iPhone 7-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს ის $699 ღირს, iPhone X კი რეალურად ახალი სმარტფონია, რომლის ღირებულებაც $999-დან იწყება. ეს Apple-ის მიერ გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. მეტიც, iPhone X-ის საწყისი მოდელი ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონის საწყის მოდელთან შედარებით უფრო ძვირია. 

ყველაზე დიდი სიახლე iPhone X-ში აუგმენტირებული რეალობის, ბიონიკური ჩიპია


ფოტო: Apple

მთავარი სხვაობა iPhone 8-სა და iPhone X-ს შორის არის გაზრდილი და გაუჯობესებული ეკრანი, უფრო სწრაფი პროცესორი, უკაბელოდ დატენვის ფუნქცია, გაუმჯობესებული კამერები და 3D სახის სენსორი და აუგმენტირებული რეალობის გენერირებისთვის სპეციალური ბიონიკური ჩიპია. ახალი ჩიპის მეშვეობით შესაძლებელია ემოჯიების ანიმირება და მათი ანიმაციური სახით გაგზავნა. 


ფოტო: Apple

iPhone X არ აქვს Home ღილაკი, მის ნაცვლად ის 3D სახის სენსორს იყენებს. ბიონიკური პროცესორი კი სმარტფონს საშუალებას აძლევს ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებთან შედარებით უფრო უკეთესად დააგენერიროს აუგმენტირებული რეალობა, მაგალითად ისეთი, როგორიც თამაშ Pokemon Go-შია. კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით ეს ვირტუალური რეალობის საყოველთაო დანერგვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

Apple-ის მთავარი გამოწვევა


ფოტო: Apple

Apple-ის შემოსავლის 2/3 iPhone-ების გაყიდვიდან გენერირდება, კომპანიამ გასული 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი სმარტფონი გაყიდა. თუმცა ახლა კომპანია ახალი პრობლემის წინაშეა, მომხმარებლები ახალ iPhone-ებს იმაზე ნაკლები სიხშირით ყიდულობენ ვიდრე ეს წარსულში იყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მაგალითად 2015 წელს გამოსულ სმარტფონსაც შეუძლია თითქმის იმავე ოპერაციების შესრულება, რაც 2017 წელს გამოსულ მოდელს, ამავდროულად გაზრდილია კონკურენცია დაბალბიუჯეტური ჩინური ბრენდებისა და შედარებით ძვირადღირებული კორეული და იაპონური ბრენდების მხრიდან.

2017 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით Apple-ს სმარტფონების გლობალური ბაზრის 27.6% უჭირავს, 26.7%-ით მეორე ადგილზე Samsung-ია, ბაზრის ძირითადი ნაწილი კი ბიუჯეტურ ბრენდებზე მოდის.

არსებულ მდგომარეობაში საინტერესოა არჩევენ თუ არა მომხმარებლები გადაიხადონ $300-400-ით უფრო ძვირი iPhone X-ში თუ შეიძინონ შედარებით იაფი, მაგრამ მაინც მაღალი ხარისხის სმარტფონები. 

iPhone X-ის მახასიათებლები:

კომენტარები