უბედური შემთხვევა

შუამთის ტყეში, ახალგაზრდა მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

factcheck.ge

ხის დაცემის შედეგად თელავში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსის" ცნობით, 35 წლამდე მამაკაცი შუამთის ტყეში ხის მოჭრას ცდილობდა, რა დროსაც, მას მოჭრილი ხე დაეცა. 

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იყო და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები