საბავშვო ბაღები

206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ტაბულა

თბილისის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ ბაღების მართვის სააგენტოში.

"არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ მეორე სართულდან გადმოვარდა. ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ბავშვის მდგომარეობა არ არის კრიტიკული", - ამბობს უწყების პრესსამსახური ტაბულასთან.

რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინგოროყვას კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიაგნოსტიკა და პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი. 

კომენტარები