თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასის თავდასხმაში ბრალდებულის მამა FBI-ის მიერ ძებნილი იყო

nymag.com

New York Magazine-ის ცნობით, ლას ვეგასის თავდასხმაში ბრალდებულის მამაც ბოროტმოქმედი იყო - ბენჯამინ პადოკი 60-იან წლებში ბანკების მძარცველი და FBI-ის მიერ ერთ-ერთი "ყველაზე მეტად ძებნილი" დამნაშვე იყო. 

New York Daily News- ის თანახმად, ბენჯამინ პადოკი 1961 წელს ფენიქსში ბანკის გაძარცვისთვის დააპატიმრეს. მაშინ ის თუსონში თავის 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა. დაკავების შემდეგ პადოკი სასჯელს ლას ვეგასის ციხეში იხდიდა, საიდანაც 1968 წელს გაიქცა. 1969 წელს FBI მიუთითებდა, რომ ის ბანკებზე შეიარაღებულ თავდასხმებს აწყობდა, ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები და იყო ძალიან საშიში. პადოკი 1978 წელს კვლავ დააკავეს, როდესაც ორეგონის შტატში, ერთ-ერთ სათამაშო დაწესებულებაზე თავდასხმას ცდილობდა. 

New York Magazine წერს, რომ რა თქმა უნდა, მამის ცოდვები შვილებზე არ გადადის, თუმცა მიუთითებს, რომ სტეფან პადოკი 8 წლის იყო, როცა მამამისი შეიარაღებული ძარცვისთვის პირველად გაასამართლეს, 15 წლის, როცა ის ციხიდან გაიქცა და 26-ის, როცა ხელახლა დაიჭირეს, რამაც, შესაძლოა მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა.

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

თავდამსხმელმა, ნავადაში მცხოვრებმა 64 წლის სტეფან პადოკმა ცეცხლი Mandalay Bay-ს სასტუმროს შენობის 32-ე სართულზე გახსნა - მან იმ ადმიანების მიმართულებით ისროლა, რომლებიც მიმდებარე ტერტორიაზე მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ.

კომენტარები